ფიქრია ჩიხრაძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის საკითხი არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მათი პოზიცია კი „დანაშაულის აღიარების“ შესახებ, ანტიჰუმანურია, რაც შეეხება პარტნიორებისადმი მუქარას, ვინ ზიანდება?! ვის „უკაჩავებენ პრავებს“?!

როდესაც ისმის ევროპელი ლიდერების და ევროსტრუქტურებისადმი მუქარა, ამ მუქარის არსი ხომ უნდა გავიგოთ. ამ „მუქარის“ შედეგად ვინ ზიანდება?! გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი? - ერთადერთი ქვეყანა ზიანდება - საქართველო. ვის „უკაჩავებენ პრავებს?“ მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები ევროპული ინსტიტუციებისადმი.

მისივე თქმით, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო მეორე მხრივ, ევროსაბჭოს წევრობაც კი.

„საქართველოს პრემიერი არ წარმოადგენს საქართველოს, სახელმწიფოს და მის ინტერესებს. ის წარმოადგენს ერთი კაცის ინტერესებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი: ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სოციალური და სასამართლო პოლიტიკა მორგებულია ერთი კაცის ინტერესებზე. საგარეო ველზე ძალიან დამძიმებულია ვითარება. ევროპარლამენტის ბოლო ანგარიში და რეზოლუცია ცხადად აჩვენებს, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასა ან ყოფნასთან დაკავშირებით. შესაძლოა, ერთ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო მეორე მხრივ, ევროსაბჭოს წევრობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

როდესაც ისმის ევროპელი ლიდერების და ევროსტრუქტურებისადმი მუქარა, ამ მუქარის არსი ხომ უნდა გავიგოთ. ამ „მუქარის“ შედეგად ვინ ზიანდება?! გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, პოლონეთი? - ერთადერთი ქვეყანა ზიანდება, საქართველო და მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები. ევროკავშირი გვინდა, რათა ეს არის ყველაზე ხანგრძლივი, მშვიდობიანი გაერთიანება. აქ ყოფნა თუნდაც კანდიდატ წევრად, ნიშნავს, რომ გვაქვს სერიოზული ხელშეწყობა ეკონომიკაში, განათლებაში, სასამართლო სისტემის მოწყობაში. ჯანდაცვის პრობლემა იმდენად მძიმეა, რომ უამრავი ადამიანი მიდის ევროპულ ქვეყნებში, ე.წ. ჩაბარება ხდება, რათა ადეკვატური დახმარება მიიღონ. ვის ემუქრება საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლური მავნებლური ბაქი-ბუქი? ვის „უკაჩავებენ პრავებს?“ მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს და მის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“,- აღნიშნა ჩიხრაძემ.

გარდა აღნიშნული საკითხისა, ფიქრია ჩიხრაძემ, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიაზეც ისაუბრა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში გართულდა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის თემა.

„სამართლიან და უსამართლო გადაწყვეტილებებზე, სასამართლო სისტემაზე ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალაა პასუხისმგებელი. ქალმა პოლიტიკოსმა, რომელმაც ბანერზე დაწერა საკუთარი პოზიცია, რომელიც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ არადა ადმინისტრაციულ სასჯელს ექვემდებარება, ჩვენ ვნახეთ, რომ დაპატიმრებულია. მას კიდევ მიმდინარე პროცესი აქვს, „საბოტაჟის საქმეზე“ ემუქრება პატიმრობა. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის თემა. ხელისუფლების ის პოზიცია და შეფასებები, რომელსაც ისინი იყენებენ ე.წ. დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით, არის ანტიადამიანური, ანტიჰუმანური“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე