ირაკლი კობახიძე მესტიის გამრიცხველიანებაზე - ელექტროენერგიის მოხმარება უკვე დაახლოებით 35 %-ით შემცირებულია

დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი - ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის.

„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართოდ გავაცანით ინფორმაცია. მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ საათს, როდესაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტში მოხმარება შეადგენს ერთნიშნა მაჩვენებელს, ანუ დაახლოებით ათმაგი და თორმეტმაგი იყო მოხმარება მუნიციპალიტეტში, იყო მაინინგის კონკრეტული პრობლემა.

უკვე გატარდა წინასწარი ღონისძიებები, რამაც მოგვცა ხელშესახები შედეგი. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით, 35 პროცენტით, წინასწარი ზომების გატარების შედეგად. როდესაც დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა