ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალები ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ისაუბრეს.

როგორც „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის ქალების როლი წინააღმდეგობის პოლიტიკურ და სამოქალაქო მოძრაობაში.

„დღეს პოლიტიკოსი ქალები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე პოლიტიკური პატიმრობის პირობებში და იმ რისკებზე, რაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება შეექმნას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, მათ შორის ქალების როლი წინააღმდეგობის პოლიტიკურ და სამოქალაქო მოძრაობაში, აქტივისტებისა და ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები და ზეწოლის პრაქტიკა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დემოკრატიული პროცესების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პოლიტიკოსი ქალები მომავალშიც გააგრძელებენ მსგავს ფორმატში მუშაობას“,- აღნიშნულია „დროას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა