პრემიერი - 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას - ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი

157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და ამისთვის გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.

„განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ რეფორმებზე.

დავიწყებ ენერგეტიკის სექტორით, სადაც განხორციელდა სექტორის გამოწვევების სრული ანალიზი და მომზადდა განვითარების 10-წლიანი გეგმა. ასევე დაინიცირდა ქსელის წესებში ცვლილება და მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესი. მთელი რიგი მანკიერი პრაქტიკები იყო ჩამოყალიბებული ენერგეტიკის სექტორში. აღმოიფხვრა მთლიანად გასული წლის განმავლობაში დაჯავშნილი დაერთების ნებართვების გაცემის ვადების გახანგრძლივების და ნებართვების გადაყიდვის ასეთი მანკიერი პრაქტიკები, რაც თვისობრივად დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, როდესაც 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. ესეც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ასეთი არსებითად 6 საწარმოა, განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, შედეგად ჩვენ ყოველწლიურად წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი. მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული. დანაზოგმა შეადგინა თითქმის 25 მილიონი ლარი.

ასევე, განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 348 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე