ირაკლი კობახიძე - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც, გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის და ტარიფების ცვლილების შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 47%-ით - 9.4 მილიონი ლარიდან 13.8 მილიონ ლარამდე.

„გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანკერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული საანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. 30%-ით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები საქართველოს ნავსადგურებში და 540 000 ტონას გადააჭარბა. გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება - ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა