„სოლიდარობა და მხარდაჭერა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს“- ამ ლოზუნგით გლდანის პენიტენციური დაწესებულებასთან დღეს აქცია გაიმართება

„სოლიდარობა და მხარდაჭერა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს“- ამ ლოზუნგით გლდანის პენიტენციური დაწესებულებასთან დღეს, 18:00 საათზე, აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, სასურველია ექიმები თეთრი ხალათებით მივიდნენ.

„ჩვენი შეკრება არის მხარდაჭერის გამოხატულება ადამიანის მიმართ, რომელსაც ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა. ასეთ დროს დუმილი არ არის გამოსავალი — სოლიდარობა არის ძალა, რომელიც გვაერთიანებს და გვახსენებს, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო უსამართლობის წინაშე“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

კერძოდ, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა