PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

აზერბაიჯანის ერთ-ერთმა წამყვანმა კერძო ბანკმა - PASHA Bank OJSC, პირველადი საჯარო განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აქციები ინვესტორთა ფართო წრეს შესთავაზა და განვითარების სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო. წარმატებული IPO კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის მზარდ როლს რეგიონულ საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში და ადასტურებს მის შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს კაპიტალის ბაზრების კომპლექსურ ტრანზაქციებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ტრანზაქციის ფარგლებში PASHA Bank-მა კაპიტალის 5%-ის შესაბამისი ჩვეულებრივი აქციები განათავსა, რომელიც ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. შეთავაზების მოცულობამ დაახლოებით 51.3 მილიონი აზერბაიჯანული მანათი (~30.2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა; ტრანზაქციაში 18,000-ზე მეტმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეთავაზებულ მოცულობას დაახლოებით 1.3-ჯერ გადააჭარბა. შედეგად, PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზარზე ერთი-ერთი ყველაზე წარმატებული საჯარო შეთავაზებაა.

„პაშა ბანკის IPO მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც აზერბაიჯანის, ისე რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს ტრანზაქცია დასტურია, რომ კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელება რეგიონულ კაპიტალის ბაზრებზე. პაშა ბანკთან და ტრანზაქციაში ჩართულ სხვა მხარეებთან თითქმის ერთწლიანმა აქტიურმა მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ბაზრის ინტერესისა და საჭიროებების უკეთ შეფასება, რამაც ტრანზაქციის წარმატება განაპირობა.

ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერულ პოზიციას რეგიონის საინვესტიციო ბანკებს შორის და ადასტურებს მის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს კაპიტალის ბაზრის კომპლექსური ტრანზაქციები არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. უზბეკეთის შემდეგ, აზერბაიჯანი უკვე მეორე ბაზარია, სადაც საქმიანობა გავაფართოვეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული პოზიციის გაძლიერებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. ვამაყობთ, რომ PASHA Bank-ს მხარი დავუჭირეთ ამ რთულ პროცესში და ვულოცავთ მის გუნდს ისტორიული ტრანზაქციის წარმატებით დახურვას”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

“ეს დღე ისტორიულია PASHA Bank-ისთვის - აზერბაიჯანის ისტორიაში კერძო ბანკის პირველი IPO წარმატებით განხორციელდა და აქციები ბაქოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 18,000-ზე მეტი ინვესტორის ნდობის მოპოვება და შეთავაზებულ მოცულობაზე მაღალი მოთხოვნა ადასტურებს ნდობას არამხოლოდ ჩვენი ბანკის მიმართ, არამედ აზერბაიჯანის კაპიტალის ბაზრისადმი ძლიერ ინტერესსაც. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი წარმატებული მაგალითი გახდება ბაზრის მომავალი მონაწილეებისთვის და ქვეყანაში საინვესტიციო კულტურის განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს”, - ჯავიდ გულიევი, PASHA Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე