ირაკლი კობახიძე - დაგროვილი იყო პრობლემები კრიმინალის მიმართულებით - იყო პრაქტიკა, როცა თბილისში ახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! - ძალიან ცუდი პრაქტიკა არსებობდა, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა

დაგროვილი იყო გარკვეული პრობლემები კრიმინალის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით - იყო პრაქტიკა, როცა ქალაქში, პირდაპირ თბილისში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

კობახიძის თქმით, სერიოზული პრობლემები იყო ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით.

კობახიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“ და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი.

“ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით. ეს საკითხები კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი და აქაც იყო სერიოზული ეჭვები მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფოს სექტორში წამოვიღეთ, რაც მთლიანად უზრუნველყოფს მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას ორივე მიმართულებით - როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები