ირაკლი კობახიძე - ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის - აქ „წითელი ხაზი“ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა აქ „წითელი ხაზი“ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა. ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ „წითელი ხაზი“ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო ამ მიმართულებით მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს“,-განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა