სოფიო ხორგუანი ირაკლი კობახიძეს - თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ილუზიებით და მეორე, სადაც დანარჩენი საქართველოა, რომელმაც არ იცის, გადარჩენისთვის ბრძოლაში გაუმართლებს თუ არა

თქვენი ანგარიშით ჩანს, რომ ორი საქართველო არსებობს, ერთი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ თქვენი ილუზიებით, ფანტაზიებით და თქვენი ჯიბის სტატისტიკის სამსახურის ციფრებით და მეორე საქართველო, სადაც, დანარჩენი საქართველო ცხოვრობს - რუსულ “რულეტკაში” გაუმართლებს თუ არ გაუმართლებს გადარჩენისთვის ბრძოლაში, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა.

ხორგუანმა კობახიძეს მისთვის დევნილის მიერ დაბარებული კითხვაც დაუსვა.

„თუ არ გაუმართლა და მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს, არჩევანი უნდა გააკეთოს საკვებსა და წამალს შორის! შეიძლება არ გაუმართლოს და მაღაროელი იყოს, ჯერ ხელფასს არ გადაუხდიან, მერე სამსახურსაც წაართმევენ და ციხეშიც ჩასვამენ!

ახალგაზრდა ქალი იყო, თუ მოძალადეს გადაურჩა, შეიძლება დაუდევრობით მოკლას ექიმმა ვერდაბადებულ შვილებთან ერთად! შეიძლება იყოს დედა, რომელმაც შვილი გაუშვას სახლიდან და ცოცხალი არ დაუბრუნდეს ან ნარკოტიკმა მოგიკლას, ან კრიმინალურმა ბანდამ ან კორუმპირებული მერის გაკეთებულმა შადრევანმა! დიახ, ან გაგიმართლებს ან არ გაგიმართლებს. შეიძლება მუშა იყო, მშენებლობაზე დასაქმდე, მიზერს გიხდიდნენ და ერთ დღეს ყველაფერი დასრულდეს იმით, რომ დაიწერება - დაიღუპა მუშა! დიახ, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი წესრიგი, ამიტომ გეკითხებით, რატომ არ უზრდით დახმარებასა და პენსიას ომის ვეტერანებს, ასე რომ, იწონებთ ეკონომიკის ციფრებით თავს!

გეკითხებით, რატომ აყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს ჯარს, როცა თქვენი პარტიის წევრი დეპუტატი პროპაგანდისტ ბლოგერთან აცხადებს, ჯარი მხოლოდ 5 დღეს გაძლებდაო! დიახ, მშვიდობა უპირველესი ღირებულებაა, მაგრამ არავის გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მიაყენოთ საქართველოს ჯარს, რომლითაც ვამაყობდით, ვამაყობთ და ვიამაყებთ!

რაც შეეხება კორუფციას, შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვეთ, დიახ, თქვენ დროს არ დაწყებულა ეს პროექტები, მაგრამ ახლა მიმდინარეობს, ხელშეკრულებები მიმდინარეა. მინდა, წაგიკითხოთ ერთი დევნილის კითხვა თქვენთვის, დამაბარა. ეს არის დევნილი, რომელსაც 45 ლარი აქვს წლებია და ვერ გაუზარდეთ. გეკითხებათ, ჰკითხეთ პრემიერს, რომელიც ამბობს, სად არის კორუფციაო - დაბალი ქულა მომანიჭეს, უნდა მიმეღო ბინა, დამპირდნენ და „გადამაგდესო“. უთხარით, დაინტერესდეს, რა ხდება დევნილების ბინების გადანაწილების პროცესში, კორუფციას იქ აუცილებლად იპოვისო“, - განაცხადა ხორგუანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე