პრემიერი - ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა 2031 წლამდე დასრულდება, მათ შორის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი დასრულდება 2028 წელს - მომავალ წელს დაიწყება ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობა

გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი-სტეფანწმინდის გზა. ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთი - დაიწყება მომავალ წელს მშენებლობა, დასრულდება 2031 წელს. ქვეშეთი-კობი დასრულდება 2028 წელს, მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა. აქედან გუდაურამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დასრულდება უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე. სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება 2027 წელს და დასრულდება 2029 წელს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი დასრულდება 2027 წელს. მთლიანობაში, აქაც, 2031 წლამდე მთლიანად იქნება დასრულებული თბილისი-სტეფანწმინდის გზის მშენებლობა.

რაც შეეხება ხულო-ზარზმას, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ამ გზის მშენებლობა. მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა დასრულებულია, გარდა ე.წ. დევის ნაშენის მონაკვეთზე გალერეისა, რომელიც დასრულდება მომავალ წელს. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას რაც შეეხება, დასრულდება 2027 წელს, ახალი კონტრაქტორი გააგრძელებს სამუშაოებს. ფოთის ხიდის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. წითელი ხიდი-სარფის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი მთლიანობაში დასრულდება 2031 წელს. გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე