ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად

არსებობს ხმები, რომლებიც ადამიანებში სხვადასხვა ემოციას იწვევენ. ზოგისთვის ეს უბრალოდ ხმაა, ზოგისთვის კი - სტომატოლოგთან ვიზიტის, შფოთვისა და უსიამოვნო გამოცდილების ასოციაცია.

სწორედ ამიტომ, „ბლიც დენტალში“ გადავწყვიტეთ, ამ ხმებისთვის სრულიად ახალი მნიშვნელობა მიგვენიჭებინა.

ჯერ პროფესიონალმა სტომატოლოგიური ინსტრუმენტების ხმებისგან შექმნა მუსიკა და დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია - დენტოფობიის წინააღმდეგ, გზავნილით:

ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა, ეს ხმები კი ქმნიან თავდაჯერებულ ღიმილს.“

ეს კამპანიაზე მეტია - ყოველდღიურ პრაქტიკაზე დაფუძნებული გზავნილია, რომელსაც ჩვენს კლინიკაში ხშირად ვაწყდებით.

როდესაც შიში მკურნალობაზე ძლიერია

არაერთი ადამიანი სტომატოლოგთან ვიზიტს მხოლოდ ერთი მიზეზით აჭიანურებს იმიტომ, რომ მხოლოდ ეშინია.

ზოგისთვის ეს შიში ბავშვობის არასასიამოვნო გამოცდილებას უკავშირდება, ზოგისთვის - სხვებისგან მოსმენილ ისტორიებს, ზოგისთვის კი ყველაზე ძლიერი ემოციური ფაქტორი სტომატოლოგიური ინსტრუმენტების ხმაა.

დენტოფობია არამხოლოდ დისკომფორტი, არამედ ხშირი მიზეზი, რის გამოც ადამიანი დროულად არ იწყებს მკურნალობას. პრობლემები კი დროთა განმავლობაში უფრო რთულ და მასშტაბურ ჩარევას საჭიროებს.

კვლევებიც აჩვენებს, რომ სტომატოლოგიური შიში ანუ დენტოფობია,მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა და მილიონობით ადამიანს აფერხებს.

როდესაც ხმები მუსიკად იქცევა

ჩვენ არ შეგვიცვლია სტომატოლოგიური ხმები.

პირიქით - ისინი მუსიკის ნაწილად ვაქციეთ.

იმ ხმებს, რომლებიც ბევრისთვის შფოთვას იწვევს, ახალი ემოციური დატვირთვა შევძინეთ. კამპანია გვახსენებს, რომ ხშირად პრობლემა ინსტრუმენტების ხმაში კი არ არის - არამედ იმ ასოციაციაში, რომელსაც ის იწვევს, არადა სინი ქმნიან ჯანმრთელ კბილებს, კომფორტს, ღიმილს და გძენენ თავდაჯერებულობას.

ამ იდეას აერთიანებს ჩვენი მთავარი გზავნილიც:

ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა, ეს ხმები კი ქმნიან თავდაჯერებულ ღიმილს.“

იხილეთ კამპანია აქ

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე