შალვა კერესელიძე პრემიერს - რატომ არ აფასებთ იმ პროექტების ეფექტიანობას, რომლებმაც ვერ შექმნეს დაპირებული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ეფექტი?

რატომ არ აფასებთ იმ პროექტების ეფექტიანობას, რომლებმაც სახელმწიფო ინვესტიციების, უფასოდ გადაცემული ქონების თუ სხვა დახმარების და ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შექმნეს დაპირებული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ეფექტი ანუ არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები? - ამ კითხვით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის.

კერესელიძე დაინტერესდა, არის თუ არა ამის მიზეზი ის, რომ ასეთი საშეღავათო პირობების მქონე ინვესტორების დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გარემოცვაა.

„გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდის პარალელურად, რა წყაროებით იგეგმება გაზმომარაგების დეფიციტის შევსება? ხომ არ განიხილება „გაზპრომიდან“ იმპორტის წილის კიდევ ზრდა, როცა 2025 წელს რუსული გაზის იმპორტი დაახლოებით 40%-ით გაზარდეთ? ასევე დაგვიზუსტეთ - აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაზმომარაგებაზე მაისში რა ხელშეკრულება გააფორმეთ - გახანგრძლივდა ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტი თუ ახალ კონტრაქტთან გვაქვს საქმე? ითვალისწინებს თუ არა ეს კონტრაქტი სამხრეთ კავკასიურ მილსადენში (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) საქართველოს კუთვნილი სატრანზიტო მოცულობების დროებით, გრძელვადიან ან მუდმივ დათმობას ან გადაცემას? ცვლის თუ არა ეს შეთანხმება აზერბაიჯანი (ყაზახი)-საგურამოს მაგისტრალური მილსადენის გამტარუნარიანობას? რა მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებაა ტექნიკურად შესაძლებელი ყაზახი-საგურამოს მილსადენის მეშვეობით, რა მდგომარეობაშია ამჟამად აღნიშნული ინფრასტრუქტურა და არსებობს თუ არა მისი ამორტიზაციის ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა რისკები?“ - მიმართა შეკითხვით კერესელიძემ პრემიერს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე