გიორგი შარაშიძე პრემიერს - ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ? ასევე, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი?

ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს დაუსვა შეკითხვა, რომელიც პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

შარაშიძემ კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით დასვა, ამ კონტექსტში რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც ახსენა და კობახიძეს სთხოვა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასება გაეკეთებინა.

„საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. ამ თემას, სამწუხაროდ, თქვენს ანგარიშში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმეთ, რაც, თავისთავად, უკვე მეტყველებს თქვენს დამოკიდებულებაზე ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არ იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე პრემიერის ანგარიში.

რაც შეეხება კითხვას, თქვენ ახსენეთ, რომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებთ რუსეთის მიმართ და მინდა შეგახსენოთ, რა არის ამ თქვენი ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც სულ ახლახან, 9 მაისს დაიწყო კრემლში, სადაც პუტინსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას და მას შემდეგ, ფორსირებული ტემპით, პუტინის უშუალო მონაწილეობით ხდება ჩვენი ტერიტორიის ანექსია, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის წესების უხეში დარღვევა, რაზეც თქვენ აქამდე არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაგიკეთებიათ. იქნებ განმარტოთ, ზოგადად როგორ უყურებთ ამ ანექსიურ პროცესს და რას აპირებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს სათანადო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეთ?

კიდევ მინდა ბოდიშთან დაკავშირებით გკითხოთ, ეთანხმებით თუ არა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი? თუ ეთანხმებით იმას, იქნებ გვითხრათ, ვის მიმართ აქვს კონკრეტულად ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი?

კიდევ მაქვს კითხვა თქვენს საყვარელ „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით, რომელიც თურმე ომში ჩართვისკენ მოგიწოდებდათ, იქნებ ახლა მაინც გახადოთ საჯარო, მართლა ყველას აინტერესებს, ვინ იყო რეალურად ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?“ - მიმართა შარაშიძემ ირაკლი კობახიძეს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე