დავით მათიკაშვილი - რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია - რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია”.

„რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია - ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი ქვეყნის დაზიანებას, არ ყოფნით არც ადამიანური რესურსი, არც ნდობა. პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები ჰყავთ, რომლებიც დღეს ერთმანეთის დაბრალებაში არიან გაწაფულნი - საზოგადოებას თავს მხოლოდ ამით ამახსოვრებენ. რა თქმა უნდა, ის ე.წ. ერთობა უკვე ჩამოექცათ და ეს ყველაფერი საზოგადოებამ შეუიარაღებელი თვალით იხილა. კიდევ ერთი ფანჩატურის შეკოწიწებით სურდათ ქვეყნის დაზიანება და ეს ყველაფერი თავზე ექცევათ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს. ეს კარგია ისევ და ისევ საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა