ქეთევან ბაკარაძე ირაკლი კობახიძეს - თქვენ აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნამყოფი არ იყავით! - რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერის რანგში? - ცხინვალის ანექსია მიმდინარეობს და როცა დუმილს ინარჩუნებთ, ეს აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს

თქვენ 2022 წელს აღნიშნეთ, რომ საოკუპაციო ხაზთან, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ნამყოფიც არ იყავით! მოტივიც არ იცოდით, თუ რატომ უნდა ჩასულიყავით იქ, თუმცა პირობა დადეთ, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი ამ მანდატით ჩახვიდოდით - ამასობაში ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი მოხდა - მაინტერესებს, რამდენჯერ ხართ ნამყოფი პრემიერ-მინისტრის რანგში საოკუპაციო ხაზთან და კონკრეტულად რა ლოკაციაზე? - ამ შეკითხვით ირაკლი კობახიძეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა ქეთევან ბაკარაძემ მიმართა.

ბაკარაძემ აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უწყვეტ ბორდერიზაციაზე საუბრობს, სუს-ის ანგარიშში კი ბორდერიზაციის 60 და ადამიანის გატაცების 70 ფაქტია ასახული. ბაკარაძემ კობახიძეს მიმართა, რა ინსტრუმენტით და მექანიზმით შეუძლია ბორდერიზაციის შეჩერება.

“თქვენ საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმას დანაშაულად აცხადებთ. საუბარი მაქვს ჩორჩანას ეპიზოდზე. ამ ფონზე არაერთი საპოლიციო საგუშაგო უნდა დაგედგათ. ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. დღეს ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია მიმდინარეობს, რაც დანაშაულია. როდესაც ინარჩუნებთ დუმილის პოზიციას, ეს ოკუპანტის და აგრესორის სასიკეთოდ მოქმედებს.

ანგარიშში წერთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას უთმობთ. კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელეთ სირიასა და ვენესუელაში რეჟიმების ცვლილების შემდეგ, რათა მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება უკან წაეღოთ?

როდესაც დასავლეთთან ურთიერთობები დაძაბულია და კრიზისშია, რა კონკრეტული მექანიზმი გაქვთ არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად?“ - მიმართა ბაკარაძემ ირაკლი კობახიძეს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე