გიგა ფარულავა პრემიერს - თქვენ ვის „გადაგდებაზე“ საუბრობთ, როცა თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში - რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის გადახრა და აშშ-ს ჩინეთით - გაურკვეველი პოლიტიკური შედეგის მქონე პარტნიორით ჩანაცვლება?

თქვენ ვის „გადაგდებაზე“ საუბრობთ, მაშინ, როცა თქვენი თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში. საუბარი გქონდათ ღალატზე და ანექსიაზე სიტყვა ვერ დაგაძრევინეთ, განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ, ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიდრე რამე განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რა გზა გაიარეთ და რა გზას გადიხართ, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა გიგა ფარულავამ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა.

ფარულავას პრემიერთან ორი კითხვა ჰქონდა, მათ შორის, საქართველოს სტრატეგიულ საგარეო ვექტორთან დაკავშირებით.

„ბატონო ირაკლი, 2029 წელს, სახელმძღვანელოში „კონსტიტუციური სამართალი“ თქვენ წერდით, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას შეუსაბამოს. მეტიც, წერდით, რომ პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის ისეთი საჯარო განცხადება, რომელიც ამ საჯარო განცხადებას ეწინააღმდეგება, შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველიც კი გახდეს. 2024 წელს კი უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში განაცხადეთ, „მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“. რომელ ირაკლი კობახიძეს დავუჯეროთ - 2019 წლის კონსტიტუციონალისტს, რომლისთვისაც მსგავსი ნაბიჯი იმპიჩმენტის საფუძველი იყო, თუ 2024 წლის პრემიერ-მინისტრს? დღეს, როგორც სამართლის დოქტორი, იმავე კაზუსზე რომ მუშაობდეთ, საკუთარი ქმედების მიმართ კვლავ იგივე სამართლებრივ დასკვნას მიიღებდით თუ არა?

მეორე შეკითხვა: თქვენ საუბრობთ მრავალვექტორულ თანამშრომლობაზე, თუმცა, საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ ერთ სტრატეგიულ საგარეო ვექტორს იცნობს, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დაგვიზუსტეთ, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა არის მხოლოდ ეკონომიკური ხასიათის, თუ ეს არის პოლიტიკური ალიანსი? რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეკონომიკური პარტნიორობა მნიშვნელოვანია. თუ ეს პოლიტიკური პარტნიორობაა, მაშინ, როგორ ანაცვლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს - ქვეყანას, რომელიც ათწლეულებია ჩვენი თავდაცვისუნარიანობას და სუვერენიტეტის მთავარი გარანტია, იმ სახელმწიფოთი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, გაერო-ში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციებს მხარს არასდროს უჭერს? რის სანაცვლოდ ხდება საგარეო კურსის ეს რადიკალური გადახრა, თუ თქვენ არ გაქვთ მყარი გარანტია ჩინეთის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკას დაუჭერს მხარს? რა ლოგიკით ცვლით დადასტურებულ, სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების არქიტექტურას გაურკვეველი პოლიტიკური შედეგის მქონე პარტნიორობით?

მინდა გამოვეხმაურო კოლეგებს, აქ საუბარი იყო „გადაგდებაზე“. თქვენ ვის გადაგდებაზე საუბრობთ, მაშინ, როცა თქვენი თანაგუნდელები „ჩაუშვით“ და ჩასვით ციხეში. საუბარი გქონდათ ღალატზე და ანექსიაზე სიტყვა ვერ დაგაძრევინეთ, განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ, ეს არის სწორედ ეროვნული ინტერესების ღალატი. ვიდრე რამე განცხადებას გააკეთებთ, დაფიქრდით, რა გზა გაიარეთ და რა გზას გადიხართ“, - განაცხადა ფარულავამ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე