ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სხვადასხვა დროს, ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესები დაგმო და განმარტავს, რომ საგარეო უწყება განცხადებებს პრემიერისგან დამოუკიდებლად არ აკეთებს

მინდა გამოვეხმაურო ანექსიის საკითხს, იმიტომ რომ ჩვენმა ოპონენტებმა ამაზე ისაუბრეს. მე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დავგმე 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით,- ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წლიური მოხსენებით გამოდის.

სამხარაძე ამგვარად გამოეხმაურა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის მიმართვას პრემიერისთვის, რომელმაც კობახიძეს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კონტექსტში პოლიტიკური შეფასების გაკეთება სთხოვა.

სამხარაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს სხვადასხვა თარიღი შეახსენა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესები დაგმო და ასევე განმარტა, რომ საგარეო უწყება სწორედ პრემიერთან შეთანხმებით მოქმედებს.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ 15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 9 მაისის შეთანხმება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მტკიცებულებას. 2 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდზე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიისკენ, მათ შორის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების გზით. მე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავგმე ეს შეთანხმება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით. ასე რომ, გაუგებარია თქვენი კითხვა, რას ეხება. თუ არ გაქვთ ეს ინფორმაცია, იმედი მაქვს, რომ ახლა მიიღეთ და ამის შემდეგ ამ კითხვებს აღარ დასვამთ, იმასაც შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ექვემდებარება პრემიერ-მინისტრს და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის გარეშე ისინი დამოუკიდებლად განცხადებებს არ აკეთებენ“, - განაცხადა სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა