ირაკლი კობახიძე - ოპონენტებს ჰგონიათ, რომ პოლიცია ურმით უნდა ებრძოდეს კრიმინალს, თუმცა ასე არ არის, საჭიროა მანქანების შეძენა - კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით ხელშესახები შედეგები გვქონდა, რაც დაეტყო გარემოს ჩვენს ქვეყანაში

მნიშვნელოვნად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საანგარიშო პერიოდში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„საორიენტაციოდ არის 20 000-მდე არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ნულამდე დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევის თანახმად, საქართველო რჩება პირველ კალათაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. განახლდა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ავტოპარკი შეივსო 597 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ჩვენს ოპონენტებს ჰგონიათ, რომ პოლიცია ურმით უნდა ებრძოდეს კრიმინალს, თუმცა, ასე არ არის, საჭიროა, რა თქმა უნდა, მანქანების შეძენა. მიმდინარეობს 16 შენობის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები, რაც დაეტყო მთლიანად გარემოს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა