ნინო წილოსანი - ელენე ხოშტარიას ექიმი ვერ ამბობს, რა არ უტარდება და რა სახის მკურნალობაა იმისთვის საჭირო, რომ მას არ ჰქონდეს ტკივილები - სწორი იქნება, დაეხმაროს პენიტენციურ სისტემას, სადაც მას ყველაფერი უკეთდება!

ელენე ხოშტარიას აბსოლუტურად ყველაფერი უკეთდება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარიას ექიმი “ვერ ამბობს”, რას არ აკეთებს სახელმწიფო.

“ალბათ, ბევრისთვის არის ცნობილი, რომ ზოგადად მას [ელენე ხოშტარიას] ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელიც ძველი პერიოდიდან არის მოყოლებული. მისი ექიმი ვერ ამბობს, რა არ უტარდება, რა შეიძლება მიეცეს ან რა სახის მკურნალობაა იმისთვის საჭირო, რომ მას არ ჰქონდეს ტკივილები. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ დაეხმაროს პენიტენციურ სისტემას, რა დამატებითი პროცედურები შეიძლება ჩატარდეს, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც არა ახლა, არამედ დიდი ხანია აწუხებს, აღმოიფხვრას. ხოშტარიას აბსოლუტურად ყველაფერი უკეთდება! მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ამ შემთხვევაში არაფრით არ უკავშირდება იმას, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებაშია - მას აქამდეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხზე, წილოსანმა უპასუხა, რომ პენიტენციური სამსახური თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და სწორად განსჯის, როდის არის მსჯავრდებულის გადაყვანის აუცილებლობა საავადმყოფოში.

“ყველა ეტაპზე, როდესაც თქვენი და თქვენი NGO-აგენტურული ქსელების მხრიდან ეს თემა სხვა ყველა პატიმართან დაკავშირებით იყო წამოწეული, პენიტენციური სისტემა ყველაზე სწორად აფასებდა, როდის უნდა გადაყვანილიყო მსჯავრდებული თუ ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ, არც აქამდე და არც მომავალში არ მაქვს არანაირი უფლება, ეჭვი შევიტანო პენიტენციური სისტემის სწორად ფუნქციონირებაში - ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და სწორად განსჯის, როდის არის მსჯავრდებულის გადაყვანის აუცილებლობა [კლინიკაში]”, - განაცხადა წილოსანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა