ნინო წილოსანი - PACE-ს რეზოლუციაში არის ტყუილები, შესაბამისად, მას კრიტიკულს ვერ ვუწოდებთ - როდესაც დემოკრატიის სახელით თავს ესხმი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, ალბათ ყველაზე დიდი მავნებლობა და თავად ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციაა

PACE-ს რეზოლუცია უბრალოდ კრიტიკული არ არის, ის არის ტყუილები - შესაბამისად, ამას კრიტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ - როდესაც დემოკრატიის სახელით თავს ესხმი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, ეს ალბათ ყველაზე დიდი მავნებლობა და თავად ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა PACE-ს რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ რეზოლუციაში სრულიად არარსებული ფაქტებია მოყვანილი.

„PACE-ს რეზოლუცია უბრალოდ კრიტიკული არ არის, ის არის ტყუილები - შესაბამისად, ამას კრიტიკულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამ რეზოლუციაში არის სრულიად არარსებული ფაქტები მოყვანილი. როდესაც დემოკრატიის სახელით თავს ესხმი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, ეს ალბათ ყველაზე დიდი მავნებლობა და თავად ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.

ამ რეზოლუციაში, სამწუხაროდ, განსაკუთრებულად აქტიურობს უკრაინის დელეგაცია, რომლიდანაც ჩვენ მიჩვეული ვართ იმას, რომ საქართველოს ესხმიან თავს. მათ შორის გონჩარენკო, რომელიც აფხაზეთში გასეირნებას გვთავაზობდა ომის ცხელ მომენტებში და ვიცით, რამდენად არაკეთილგანწყობილი არიან კონკრეტულად ეს პოლიტიკოსები საქართველოს მიმართ.

ამიტომ, ის შესწორებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად გამოყვანა და მისი დახსნის მისია ამ რეზოლუციით, არის თავიდან ბოლომდე სრული აბსურდი და რეალობას აცდენილი რეზოლუცია, რომელიც ნამდვილად არ უნდა მიეღო PACE-ს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე