ვიკა ფილფანი კობახიძეს - თქვენ ხართ ის, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა, თქვენს პირობებში შეწყდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ნამყოფი ხართ თემურლენგის საფლავზე, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! რატომ არიან თქვენი კოლეგები დასანქცირებული და თქვენ არა?

ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ვის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოდის.

ვიკა ფილფანის აღნიშნულ განცხადებას, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ამასთან, ფილფანმა, კითხვით მიმართა პრემიერს, რა სახის კონტაქტებით შეძლო მან, რომ ბიძინა ივანიშვილიც კი დასანქცირებულია და ის არაა.

„ბატონო ირაკლი, იქნებ შეწყვიტონ თქვენი შეურაცხყოფა და ანიშნოთ ჩვენს კოლეგებს როგორღაც, რომ თავადაც შეძლებთ საკუთარი თავის დაცვას და კითხვებზე პასუხის გაცემას. ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ პარლამენტის ის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა, უმასპინძლა და სავარძელში ჩასვა. პრემიერ-მინისტრი, რომლის პირობებშიც ქვეყანამ შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ვის დროსაც ამოქმედდა „მოსკოვის მექანიზმი“, თქვენი პრემიერობის პირობებში დასანქცირდნენ მოსამართლეები, უმაღლესი თანამდებობის პირები. თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურლენგის საფლავზეც ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან - არა! ასევე, თქვენ ხართ პრემიერი, რომლის პირობებშიც თავად ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდა, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა, თქვენ ხართ ამ ყველაფრის შემოქმედი და პასუხისმგებელი და თქვენ არ ხართ დასანქცირებული. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი - ერთი, რომ არ აღგიქვამენ სერიოზულად და მეორე, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ნიჭის გამო, ურთიერთობები გაქვთ გარე ძალებთან. იქნებ გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს, რატომ არიან თვითონ დასანქცირებულები და თქვენ - პასუხისმგებელი პირი, არ ხართ დასანქცირებული?“ - განაცხადა ფილფანმა.

პრემიერის მისამართით კიდევ ერთი კითხვა ნარკოპოლიტიკას შეეხებოდა, კერძოდ, იცის თუ არა მან გასულ წელს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედოზირებით?

„რაც შეეხება ანგარიშს, ნარკოპოლიტიკის წარმატების მთავარ მტკიცებულებად გაქვთ პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს არ გვიჩვენებს, შემცირდა თუ არა ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარება, შეწყდა თუ არა ნარკოქსელების ფუნქციონირება, გადარჩნენ თუ არა ადამიანები ნარკოტიკით გარდაცვალებას, აქ კონკრეტული რიცხვი რომ ყოფილიყო, რამდენი ადამიანი განიკურნა ნარკომანიისგან, ეს მისაღები იქნებოდა. გასულ წელს რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედოზირებით?“- განაცხადა ფილფანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები