უკრაინული მედია - ოკუპანტებმა ყირიმში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ოკუპანტებმა ყირიმსა და სევასტოპოლში რეგიონული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელზე სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძვირფასო ყირიმელებო, ყირიმის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა დღეს, 13:00 საათიდან. ეს საგანგებო მდგომარეობა მიიღება მიხეილ რაზვოჟაევთან (სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი) და სევასტოპოლის კოორდინაციით და ხორციელდება ერთობლივად და სინქრონულად. ეს რეჟიმი მიიღება ფინანსური, ფულად-საკრედიტო, საკრედიტო, სახელშეკრულებო და სხვა ურთიერთობების გამარტივებისთვის“, - აღნიშნა აქსიონოვმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა საშუალებას იძლევა „ყველაზე ეფექტურად გადაწყდეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ყველა იმ სფეროს სტაბილურ ფუნქციონირებასთან, რომელზეც მოსახლეობის საარსებო წყაროა დამოკიდებული“.

აქსიონოვის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საგანგებო რეჟიმი 26 ივნისიდან შემდგომ შეტყობინებამდე იმოქმედებს.

უკრაინული მედია წერს, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების ფონზე, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის კრიზისი მწვავდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები