კახა კალაძე პარკში ბავშვის დაშავებაზე - ვანდალიზმი იყო და თხოვნაა, შეეშვათ მანიპულაციებს - მიკროფონი რომ გამოგართვათ, ჩაგარტყათ და გითხრათ: არაფერ შუაში ვარ, რადგან მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ - „ყველაფერი ჩემი ბრალია“, დამშვიდდით

აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. თხოვნაა, შეეშვათ სიცრუის გავრცელებას - ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება - მე რომ მიკროფონი გამოგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“,- ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში მომხდართან დაკავშირებით მის შესაძლო პასუხისმგებლობას ეხებოდა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უამრავი ვიდეო აქვთ და საზოგადოებას მიაწვდიან, თუ რა ხდება ახალ რეაბილიტირებულ სივრცეებში.

„მე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ თემაზე, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. მე და თქვენ რომ მივიდეთ, ვერ დავაზიანებთ [ აღნიშნულ კონსტრუქციას]. ეს ის თემაა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს. აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. ჩემი თხოვნაა, შეეშვათ მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას. კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი იყო, ასეთი ძალიან ბევრი ხდება. ვიდეოებს მიიღებთ. დღეში, ძალიან ბევრი ხდება ამ ტიპის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ტელევიზიებში ვერ იხილავენ ამ ფაქტებს. მხედველობაში მყავს „ტვ პირველი“ და „კეზერა ტვ“. საზოგადოებას არ მიაწვდით ინფორმაციას. თავისით არაფერი ზიანდება. გადავხედოთ, 2017 წლიდან რამდენი რეკრეაციული სივრცე გაკეთდა... სხვადასხვა ტიპის პროექტი ხორციელდება...როდესაც დაზიანება ხდება, ამას მოჰყვება რეაგირება. მე რომ მიკროფონი გამოგართვათ და თავში ჩაგარტყათ, რომ გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“.

ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვანდალიზმი მიუღებელია! რამდენიმე ადამიანის კონკრეტულ ქმედებას და ვანდალიზმს, როდესაც სხვას აზიანებ, რეაგირება მოჰყვება“,- აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც მოზარდების მხრიდან მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება.

„ეს არის მავნებლობა! დანაშაული და მიუღებელია ასეთი ფაქტები. რაც კეთდება საერთო მოხმარების არის და ყველა უნდა გაუფრთხილდეს“,- აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა. გამგეობა აღნიშნავდა, რომ ატრაქციონი რამდენიმე მოზარდმა დააზიანა, წაქცეული კონსტრუქცია კი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა. მათივე ცნობით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე