კახა კალაძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ - საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დანაშაულია, ძალადობრივი ქმედებებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლითა და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით, გმირი ვერ გახდები

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს - საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა, დანაშაულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „დროას“ ლიდერ, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, თუ ამის აუცილებლობაა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას გამო, არამედ ყველა პატიმრისთვის. საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრი განცხადება გაკეთდა დანაშაულია. ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, მოყვა შესაბამისი რეაგირება…

წინასაარჩევნოდ ნებისმიერ პარტიას აქვს შესაძლებლობა კამპანიის წარმოებისა და ამაში ხელის შეშლის უფლება არავის აქვს. გაგახსენებთ, რაც მელიქიშვილის გამზირზე ხდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო შტაბში შემოჭრას ცდილობდნენ, მიუხედავად ჩვენი მოწოდებებისა, რომ მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა. ისინი კი ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი გმირები, რომლებიც რეალურად არ არსებობდნენ. ძალადობრივი ტიპის ქმედებებით, პოლიციელის მისამართით “მოლოტოვის კოქტეილის” სროლით, ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით და ა.შ. გმირი ვერ გახდები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე