თაზო დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის მოხსენებაზე - ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ - ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას

ივანიშვილის პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ და ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას, ქართულ სოციალურ პოლიტიკას და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში. როგორც დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს იყო ზიზღის, ტყუილის, აგრესიის, გახლეჩის ანგარიში“.

„კობახიძე დღეს ყელყელაობდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სხაპასხუპით კითხვით, მაგრამ არცერთი ამ რიცხვის შინაარსი არ იცის და არ ესმით არცერთი ამ რიცხვის უკან რა დგას. ამბობს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი არის 2400 ლარი, მაგრამ არ იცის ან უარყოფს იმას, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მეტ მოქალაქეს 350 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პრემიერმა ან არ იცის, ან თქვენ გატყუებთ, რომ რუსეთის უკანა ეზო და მეკობრეობით დაგროვილი მაკროეკონომიკური რიცხვები არამდგრადია და ერთ დღეში შეიძლება გაქრეს, როცა რუსული აგრესია დასრულდება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია „მომავალში ამხელს ხელისუფლებისა და მისი საპარლამენტო გუნდის დანაშაულებრივ უმოქმედობას, სისტემურ კორუფციას და მისი მთავრობის მიერ საქართველოს და სახელმწიფო ინტერესების ღალატს“.

„ეს იყო ზიზღის, ტყუილის, აგრესიის, გახლეჩის ანგარიში. ეს იყო ანგარიში, რომელიც არც ერთ ქართულ ოჯახში არ მოეწონათ, მაგრამ მოეწონათ და უხარიათ მოსკოვში ჩვენს მტრებს, უხარიათ სოხუმში და ცხინვალში სეპარატისტებს. ამ ქვეყნის ყველა მავნებელს, ვისაც უხარია დაჩაგრული, უძლური და კორუფციაში ჩაფლული საქართველოს ხილვა“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებას ამ წუთებში ისმენს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე