„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს

„მეტროპოლის“ განსაკუთრებული შეთავაზება 1 წლამდე ბავშვის მშობლებისთვის - 15 ივლისის ჩათვლით, მეტროპოლ ქავთარაძის პროექტში მშენებარე ბინის შეძენის შემთხვევაში, იპოთეკურ სესხზე 10%-მდე სუბსიდირებით ისარგებლებთ.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში შესაბამისი შეთავაზება საინფორმაციო ფლაერების სახით „მეტროპოლმა“ მშობლებს გაგუას კლინიკაში დაახვედრა.

სესხის თანადაფინანსება გაგრძელდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე. ამასთან, შეთავაზების ფარგლებში ბინის შეძენას თვეში მხოლოდ 1800 ლარიდან შეძლებთ.

„მეტროპოლ ქავთარაძე“ ქალაქის ცენტრში მშენებარე ახალი, უნიკალური საცხოვრებელი სივრცეა, რომელიც აერთიანებს ორ 28-სართულიან შენობას და გთავაზობთ არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურასა და ფუნქციურ ბინებს, არამედ სრულყოფილ ინფრასტრუქტურას.

პრემიუმ კლასის პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 1 ჰექტარი დახურული სარეკრეაციო ზონა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითა და გამწვანებული ეზოთი. კომპლექსის სარეკრეაციო ტერიტორია მხოლოდ „მეტროპოლის“ მობინადრეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რაც უსაფრთხო და მშვიდ გარემოს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

პროექტი ქმნის იშვიათ შესაძლებლობას, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში და ამავდროულად გამწვანებულ გარემოში, რაც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების გარანტია. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება ისეთი სერვისები და ინფრასტრუქტურა, რომელიც განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის დიდი ოჯახებისთვის. კერძოდ, ტერიტორიაზე განთავსდება კერძო საბავშვო ბაღი, საბავშვო სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, მინიატურული შადრევნები, სპორტული სივრცეები და 5-დონიანი ავტოსადგომი.

„მეტროპოლ ქავთარაძის“ სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესში გამოიყენება მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. ამასთან, აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი და შიდა ხარისხის კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს, მშენებლობის ყოველი ეტაპი ხარისხისა და ვადების სრული დაცვით წარიმართოს.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის დეტალები:

გასათვალისწინებელია, რომ სუბსიდირების ზუსტი პროცენტი ითვლება ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით. დამოკიდებულია ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე. მაგალითად, თუ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ოჯახის მესამე ან მომდევნო შვილია, სუბსიდირების მოცულობა შესაძლოა 10%-მდე იყოს.

მეტროპოლ ქავთარაძე - სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.

დამატებითი დეტალების შესახებ დაუკავშირდით მეტროპოლის გაყიდვების მენეჯერებს:

ტელეფონი: +995 571 88 99 99

ფეისბუქი: მეტროპოლი

საიტი: www.metropol.ge

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე