პრემიერი - განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალური და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე - ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი გავაძლიეროთ

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამეზობლოში თანამშრომლობა გაძლიერდეს.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე.

„ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 45%-ით. იანვარ-აპრილში სამჯერ გაიზარდა ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში. საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაიზარდა 49%-ით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე