ირაკლი კობახიძე - მინდა, სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის 4 ოქტომბერს, ღონისძიებები ჩატარდა ისე, ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია - დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად

ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შსს-ს, სუს-ს სდსს-ს მინდა, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით.

„მინდა შევეხო პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც განვითარდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. შარშან ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები ძალიან დიდი წარმატებით, არავითარი კრიტიკა ამ შემთხვევაში არ ჰქონია ოპოზიციას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა 4 ოქტომბერს უცხოურმა აგენტურამ დაამთხვია ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მადლობა გადავუხადო იუველირული მუშაობისთვის გასული წლის 4 ოქტომბერს. ძალიან მძიმე პროცესები იყო და ძალიან სერიოზულად იმუშავეს პრევენციულადაც საფრთხეების აღსაკვეთად და უშუალოდ 4 ოქტომბრის დღეს, როდესაც იყო პირდაპირი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, ღონისძიებები ჩატარდა ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.

საბოლოო ჯამში, დამხობის მცდელობა დასრულდა წარუმატებლად. კიდევ ერთხელ მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე