კახა კალაძე - ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პარტია, არსებობს აგენტურა და გარე ძალების აგენტები - ამერიკაში კიდევ უფრო ამკაცრებენ „ფარას“, ჩვენც უნდა გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას

ვხედავთ, რომ ამერიკაში კიდევ უფრო ამკაცრებენ „ფარას“ კანონს. ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ და გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ შეაფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის გამკაცრებას.

კახა კალაძემ ქართული ოპოზიციის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა, რომ „რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გარდა, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს და არსებობს მხოლოდ აგენტურა“.

„ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას. არსებობს აგენტურა და აგენტები, რომლებიც არიან კონკრეტული გარე ძალების წარმომადგენლები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები და ყოველთვის მიდიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის.

რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმიტომ არის, რომ დღემდე არავის პასუხი არ დაუბრუნებია და არგუმენტი არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ევროინტეგრაციას. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ამერიკაში კიდევ უფრო ამკაცრებენ FARA-ს კანონს.

ყველა ქვეყანა გამოდის თავისი ინტერესებიდან და ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ და გავატაროთ ის პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ქართველ ხალს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, ის გამოეხმაურა ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციას და განაცხადა, რომ ის დაცლილია სამართლიანობისგან.

„ბევრჯერ გვინახავს ამ ტიპის რეზოლუციები, რომლებსაც ნამდვილად არანაირი ფასი არ აქვს, დაცლილია სამართლიანობისგან, სიმართლისგან, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე და მუქარაზე დაფუძნებული განცხადებებია. ამის მიზანი ვიცით, რაც არის - ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, მოახდინონ რევოლუცია და სათავეში მოიყვანონ თავიანთი ქვეშევრდომები, რომლებიც მათ დავალებებს, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებს განახორციელებენ ყოველგვარი კითხვის გარეშე“, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყოველდღე ჩვეულებრივი რეალითი შოუა ოპოზიციის განცხადებები.

„ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს. ყოველდღე ჩვეულებრივი რეალითო შოუა მათი განცხადებები, თავდასხმები, ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერავითარი ერთობა ვერ შედგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პატრონებმა ძალიან მოინდომეს საერთო პლატფორმის შექმნა“,- აღნიშნა კალაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე