სერგეი ლავროვი 2025 წლის აგვისტოში გამართული შეხვედრის შესახებ - ანკორიჯში აშშ-მა კონფლიქტის მოგვარების წინადადებები წარადგინა და მოსკოვმა მიიღო

ანკორიჯში ამერიკელებმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების ინიციატივები წარადგინეს და მოსკოვმა ისინი მიიღო, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომ მხარეებმა 2025 წლის აგვისტოში გამართულ შეხვედრაზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„როდესაც ჩემი კოლეგა ამბობს, რომ ალასკაში მხოლოდ წინადადებები იყო და შეთანხმება არ ყოფილა, მაინტერესებს, რას ვგულისხმობთ შეთანხმებაში. თუ ერთმა მხარემ, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა, წინადადებები წარადგინა, მეორემ კი თანხმობა გამოთქვა, მაშინ იმის თქმა, რომ შეთანხმება არ ყოფილა, არცთუ ისე დამაჯერებლად ჟღერს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო მინისტრმა.

მისი თქმით, სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვს ეწვია და აშშ-ის იგივე გეგმა ჩაიტანა.

„ანკორიჯში, მას შემდეგ, რაც ორი პრეზიდენტი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა, პუტინმა ამერიკული წინადადებების პუნქტ-პუნქტად ჩამოთვლა დაიწყო. ყოველი პუნქტის შემდეგ ის, ტრამპისა და რუბიოს თანდასწრებით, უიტკოფს ეკითხებოდა, სწორად ჰქონდა თუ არა აღნიშნული ის იდეები, რომლებიც მან მოსკოვში ჩაიტანა. თითოეულ კითხვაზე უიტკოფი დადებით პასუხს სცემდა“, - განაცხადა ლავროვმა.

მან ამერიკულ მხარეს ვითარების დაზუსტებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ვაშინგტონის ბოლო განცხადებები, რომ აშშ კონფლიქტის მოგვარებაში კონსტრუქციული როლის შესრულებას ცდილობს, შუამავლის როლზე განაცხადის გაკეთებად ჟღერს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები