ირაკლი კობახიძე - მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს - ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურება

როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, აუცილებლად მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება და იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომლებიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ.

„საბოლოო ჯამში ის, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, ის, რომ ქვეყანაში არის დღეს სიმშვიდე, ის, რომ ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში სწორედ ამის დამსახურება და ამ ადამიანის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა