სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სახალხო დამცველი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გადაადგილების თავისუფლებაზე, დოკუმენტაციის პრობლემებზე, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

„25 ივნისს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) ხელმძღვანელს ბეტინა პატრისიას შეხვდა და ქვეყანაში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა გააცნო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა წინაშე მდგარ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გადაადგილების თავისუფლებაზე, დოკუმენტაციის პრობლემებზე, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. მხარეებმა ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩევლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა