პრემიერი - სოფო ხორგუანი საუბრობდა, თითქოს არსებობს ორი საქართველო - საქართველო არსებობს ერთი, ის ადამიანებიც, რომლებმაც სიღარიბე დაძლიეს და ის ადამიანებიც, რომლებიც დარჩნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, არიან ერთი საქართველო

ქალბატონი სოფო ხორგუანი საუბრობდა იმაზე, თითქოს, არსებობს ორი საქართველო. საქართველო არსებობს ნამდვილად ერთი და ჩვენ ჩაგაბარეთ დღეს ანგარიში ამ ერთი საქართველოს შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, თანაბრად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ როგორც მიღწევებზე, ისე პრობლემებზე და ეს არის ერთი საქართველო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გასულ 5 წელიწადში 3-ჯერ შემცირდა საქართველოში სიღარიბე, იქვე ვთქვით, რომ ჯერ კიდევ 280 000 ადამიანი საქართველოში ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ეს არის ერთი საქართველო. ის ადამიანებიც, რომლებმაც შეძლეს სიღარიბის დაძლევა და ის ადამიანებიც, რომლებიც დარჩნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, არიან ერთი საქართველო და რა თქმა უნდა, ჩვენ, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე უნდა ვიზრუნოთ ერთნაირად, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძემ, ასევე, კორუფციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუკი, ვინმე კორუფციის ნიშნებს ხედავს, კონკრეტული ფაქტები წარმოადგინოს, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

„რაც შეეხება მიმდინარე ხელშეკრულებებს, აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება. ნუ ისაუბრებთ ზოგადად, წარმოადგინეთ კონკრეტული ფაქტები. თუ კონკრეტული ფაქტია რაიმე, წარმოადგინეთ და მყისიერი იქნება ჩვენი რეაგირება. იგივე ეხება კონკრეტულ ფაქტს, საუბარი იყო კონკრეტულ დევნილ მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაბალი ქულა მიანიჭეს რაღაც კორუფციული მოტივით. წარმოადგინეთ კონკრეტული ფაქტი და მყისიერად გვექნება რეაგირება. ეს არის ძალიან მკაფიო შეთავაზება, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენ წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე