ირაკლი კობახიძე - ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქართულ ჯარს, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ, ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება

ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცებზე, ეს არის სიამაყის განცდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ.

„საუბარი იყო ქართულ ჯარზე, არ ვიცი კონკრეტულად ვისი ციტატა იყო მოყვანილი. ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს და ჩვენი პატივისცემა ქართული ჯარის მიმართ არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება შეიძლება, გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცზე, ეს არის სიამაყის განცდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა