პრემიერი - არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ გასხვისდება - სხვა შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების ახალი ინფრასტრუქტურისკენ მიმართვაზე

არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ გასხვისდება - რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების ახალი ინფრასტრუქტურისკენ მიმართვაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ზოგადი გეგმა ასეთია: ახალი ინფრასტრუქტურა ძირითადად ორ ლოკაციაზე, თბილისსა და ქუთაისში განვითარდება. მისივე განცხადებით, უნდა გაფართოვდეს რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურა.

„რაც შეეხება არსებულ შენობა-ნაგებობებს, აქ ძალიან მარტივად უნდა გავმიჯნოთ კონკრეტული შენობები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული უნივერსიტეტების იდენტობასთან, სხვა შენობებისგან. არც ერთი შენობა, რომელიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, არ გასხვისდება - რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ პრივატიზაციაზე და შესაბამისი რესურსების ახალ ინფრასტრუქტურისკენ მიმართვაზე. ეს არის ზოგადი მიდგომა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა