ირაკლი კობახიძე - აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები - ძველი გაფორმებული იქნება ხელშეკრულება თუ ახალი, თუ სადმე ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება

აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მათ, ვინც საუბრობს ხელშეკრულებებში კორუფციის ნიშნებზე, მოუწოდა არა ზოგადი საუბრის, არამედ კონკრეტული ფაქტების წარმოდგენისკენ.

„რაც შეეხება მიმდინარე ხელშეკრულებებს, აქ ითქვა, რომ არის ადრე გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც არის კორუფციის ნიშნები. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ - ძველი იქნება თუ ახალი გაფორმებული ხელშეკრულება, თუ სადმე თქვენ ხედავთ კორუფციის ნიშნებს, წარმოადგინეთ და გვექნება მყისიერი რეაგირება. ნუ ისაუბრებთ ზოგადად, წარმოადგინეთ კონკრეტული ფაქტები. თუ კონკრეტული ფაქტია რაიმე, წარმოადგინეთ და მყისიერი იქნება ჩვენი რეაგირება. იგივე ეხება კონკრეტულ ფაქტს, საუბარი იყო კონკრეტულ დევნილ მოქალაქეზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაბალი ქულა მიანიჭეს რაღაც კორუფციული მოტივით. წარმოადგინეთ კონკრეტული ფაქტი და მყისიერად გვექნება რეაგირება. ეს არის ძალიან მკაფიო შეთავაზება, რომელიც შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენ წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა