პრემიერი - ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან - აჟიოტაჟი იყო იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა მისი გაგრძელება, თუმცა, რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის, თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გაზის მიღების ორი ძირითადი წყარო აქვს - აზერბაიჯანი და რუსეთი, თუმცა, მთავარი წყარო არის აზერბაიჯანი და აზერბაიჯანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებები უზრუნველყოფს, რომ გაზის ძირითად შემომტანად სწორედ ის რჩება.

„ეს ხელშეკრულებები ეხება გარანტიებს მოცულობასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს ფასებთან დაკავშირებით. არასწორად იყო ნათქვამი, თითქოს, 40%-ით გაიზარდა „გაზპრომის“ წილი. ამის მესამედითაც არ გაზრდილა წილი, ეს შემიძლია გითხრათ სრული დარწმუნებით. რაც შეეხება იმას, თუ რას მოვაწერეთ ხელი აზერბაიჯანთან, არის ეს ახალი ხელშეკრულება, თუ გაგრძელება. ალბათ, კითხვა ეხებოდა იაფ გაზთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას. ფორმალურად ეს არის ახალი ხელშეკრულება, თუმცა, არის რეალურად იმ 20-წლიანი ხელშეკრულების გაგრძელება და არსებითად ანალოგიური პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე იყო დადებული. ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ვიღაცები გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ გაგვიჭირდებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა, რეალურად სათანადო პირობებით გაგრძელდა ეს ხელშეკრულება და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს. მოიაზრებს თუ არა ეს ხელშეკრულებები ჩვენი სატრანსპორტო პოტენციალის დათმობას - არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, დაკავშირებული ვართ არაერთი სტრატეგიული პროექტით, მათ შორის თურქეთთან ერთად და ამ რეჟიმში გაგრძელდება მომავალშიც თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე