პრემიერი - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს - როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ბოლომდე მივყვებით

გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის თემით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“.

„ჩვენ ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდი უსამართლობა იყო ქართველი ხალხის მიმართ და ყველგან ორმაგ სტანდარტს ვხედავდით. ძალიან კარგად ხედავთ, რომ აბსოლუტურად უსამართლოა ის დამოკიდებულება, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია ქართველი ხალხის მიმართ ავლენს. რა ახსნა აქვს იმას, რომ 2022 წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და არ მისცეს საქართველოს, შესაბამისად, ქართველ ხალხს. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ეს არის უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. ეს გააკეთეს 2022 წლის ივნისში და 2023 წლის დასაწყისში თვითონვე აღიარეს, რომ საქართველოს მეტად ეკუთვნოდა ეს სტატუსი, ვიდრე სხვა კანდიდატ ქვეყანას, მაგრამ ეს იყო უსამართლობა. ეს უსამართლობა ივნისიდან წელიწად ნახევარი გაგრძელდა. ხედავდით, რომ პარალელურად, როდესაც ისინი უარს გვეუბნებოდნენ ხან კანდიდატის სტატუსზე, ხან მოლაპარაკებების გახსნაზე, ამის პარალელურად, მათი დაფინანსებული NGO-ები ცდილობდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. ამის წინააღმდეგ ჩვენ მოგვიწია „გამჭვირვალობისა“ და „გრანტების კანონის“ მიღება. გახსოვთ, ამაზე რა რეაქცია ჰქონდათ და რამხელა სიცრუე გაავრცელეს. „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“-ეს არის მაშინდელი ყოფილი ადმინისტრაციის დროინდელი აშშ-ის ელჩის სიტყვები. სირცხვილი, სირცხვილი და თავის მოჭრა. ასეთ პირობებში, ჩვენ გვიწევდა დაპირისპირება უსამართლობასთან, ორმაგ სტანდარტებთან. როდესაც გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზალიბერალიზაციის თემით, ესეც ამ შანტაჟის გაგრძელებაა. ძალიან სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ჩვენ მოთმინებით ვუყურებთ ყველაფერს. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. შესრულებული გვაქვს ვალდებულებების 80%,მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81%. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. როგორი უსამართლოც არ უნდა აიყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს არჩეული და ამ გზას ბოლომდე მივყვებით“,-განაცხადა კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე