Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო სუბ-კასტოდიან ბანკად დაასახელა ქვეყანაში.

აღნიშნული აღიარება ეფუძნება Global Finance-ის ყოველწლიურ შეფასებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 83 ქვეყანასა და რეგიონში მოქმედ საბანკო ინსტიტუტებს მოიცავს. გამარჯვებულების შერჩევისას გამოცემის რედაქციამ გაითვალისწინა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ოპერაციული მდგრადობა და სხვა პარამეტრები. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო.

Global Finance-ის შეფასებით, მზარდი გლობალური საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე, სუბ-კასტოდიან ბანკების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკმა კი გამოიჩინა მაღალი საოპერაციო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი მომსახურების ხარისხი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, რომლებიც ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო გამოცდილებას ქმნის. ჩვენ არ ვჩერდებით არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე და აქტიურად ვახორციელებთ ახალ ინიციატივებს, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ საბანკო მომსახურება. Global Finance-ის მიერ მინიჭებული აღიარება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რაც გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ განვითარება და დავაწესოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები“,— აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.

ინფორმაციისთვის, სუბ-კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი სუბ-კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე