ირაკლი კობახიძე - შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია, რომ აგენტურა მართავდა ქვეყანას, ყველას გვაქვს რესურსის ლიმიტი, მაგრამ ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოღალატეები გაისტუმრა - რაც შეეხება ბოდიშს, ომი ქართველ ხალხს არ დაუწყია

რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოსა და ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოსა და ქართველ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს იყო ღალატი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას კითხვა-პასუხის რეჟიმში ფრაქციის - „საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ „დღეს პოლიტიკაში მოღალატეები და აგენტები არ არიან“.

„რაც შეეხება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, ეს პოლიტიკა პრაგმატულიც არის და პრინციპულიც ერთდროულად. ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავთ წითელ ხაზებს ამ პოლიტიკაში და ეს წითელი ხაზები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ოკუპაციის საკითხთან. სწორედ ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ.

რეალურად, პირველი ხელისუფლება ვართ 90-იანი წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც.

რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოსა და ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოსა და ქართველ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს იყო ღალატი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.

რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება, თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვიყოთ იმაზე, რომ ცხრა წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდით მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი და ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში.

სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ გვაქვს სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები და აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტიურაში არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა