ირაკლი კობახიძე - არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს

არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით ხელისუფლება აწარმოებს.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, იყო არაერთი კამპანია წარმოებული იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც ასეთს. რეალურად ჩვენ რომ გადავხედოთ მონაცემებს 2003 წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინ გაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში. ამ ქვეყნების ეკონომიკა ზოგ შემთხვევაში ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა ორჯერ, ზოგ შემთხვევაში სამჯერ, ოთხჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო შვიდმაგი ზრდა ნომინალური ეკონომიკის. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ამ პერიოდში დაახლოებით 20-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ ბევრად უფრო სწრაფად გავიზარდეთ ვიდრე მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ასე შემდეგ. პირდაპირი სტატისტიკა მეტყველებს რა თქმა უნდა ამაზე. თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს თავისი დადებითი ეფექტიც, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს პლუს-მინუსები, მაგრამ მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განხორციელებაზე. ეკონომიკის ზრდისთვის არის მთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება. ეს არის მარტივი სტატისტიკა, რაც შეგვიძლია გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, მთელი რიგი გვერდითი მოვლენებიც არის დაკავშირებული ევროკავშირში გაწევრიანებასთან. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება მოუწიოს უარი თქვას რიგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, უვიზო მიმოსვლაზე. ეს პირდაპირ აისახება ბუნებრივია იმპორტ-ექსპორტზე, აისახება ტურიზმზე და ასე შემდეგ. ნუ, თუმცა მთლიანობაში შეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსება სავარაუდოდ. მოკლედ, ეს არის საერთო სურათი, რომელიც გვაქვს. აქაც რომ ავიღოთ კიდევ ერთხელ სტატისტიკური მონაცემები, ეკონომიკური ზრდის მონაცემები, საქართველო არის პირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომ ავიღოთ ის ქვეყნები, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები. საქართველო მათთან შედარებით რამდენჯერმე უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის კუთხით 2003 წლიდან დღემდე. დანარჩენი ყველაფერი არის ბალანსის საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე