პრემიერი - ვიკა ფილფანმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში დავდივართ ხშირად, აღმოსავლეთში სიარულში რა არის ცუდი, არ ვიცი - მადლობა ღმერთს, თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში, შეიძლება გერმანიაში გაქცეულიყავით ხელისუფლებიდანაც

ვიკა [ფილფანმა] აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში დავდივართ ხშირად - მადლობა ღმერთს, თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ არ ივლიდით აღმოსავლეთში, სად ივლიდით არ ვიცი, შეიძლება გერმანიაში გაქცეულიყავით ხელისუფლებიდანაც, იქიდან დაგესვათ კითხვები, - ასე მიმართა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, თუ რა არის ცუდი აღმოსავლეთში სიარულში.

„ვიკა [ფილფანმა] აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში დავდივართ ხშირად. აღმოსავლეთში სიარულში რა არის ცუდი არ ვიცი. მითუმეტეს, საუბარია ისეთ ქვეყნებზე, ვისთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მადლობა ღმერთს, თქვენ არ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ არ ივლიდით აღმოსავლეთში, სად ივლიდით არ ვიცი, შეიძლება გერმანიაში გაქცეულიყავით ხელისუფლებიდანაც, იქიდან დაგესვათ კითხვები“,- აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა