ირაკლი კობახიძე „გახარია საქართველოსთვის" წევრებს - გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში

გავრილოვი მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ვიკა ფილფანის შეფასებას, რომ კობახიძე იყო პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც „გავრილოვი ჩამოიყვანა“.

კობახიძის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობის გარეშე რუსი დეპუტატის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელი არ არის, შესაბამისად „გახარია არის სწორედ ის შს მინისტრი, რომელმაც გავრილოვი საზღვარზე შემოატარა“. ამასთან, პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იქნა გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობის გაცემა იყო ის, რომ მას დარღვეული არ ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი.

„ვიკა ფილფანმა ახსენა გავრილოვი, რომელიც მე და თქვენმა თავმჯდომარემ ერთად შემოვიყვანეთ საქართველოში, ეს შემიძლია გითხრათ. მაშინ ბატონი გახარია იყო შს მინისტრი და შეგიძლიათ მარტივად ტექნიკურად გადაამოწმოთ შინაგან საქმეთა მინისტრი თანხმობის გარეშე არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი რომელიმე რუსი დეპუტატის შემოსვლა. რა თქმა უნდა, არა! უფრო მეტიც, იმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენები, მაგალითად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მაშინდელ კომიტეტის თავმჯდომარეს და პირველ ვიცე-სპიკერს მოახსენეს დეტალურად იმასთან დაკავშირებით თუ რა იმართებოდა, ვინ ჩამოდიოდა, როგორ ჩამოდიოდა. მაშინ ნული რეაქცია იყო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ქალბატონი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს არ ვგულისხმობ, მეორეს -იყო პირველი, ვინც ისტერიკა ატეხა საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ზუსტად იცოდა ყველაფერი და სხვათა შორის, ძალიან მეგობრობდნენ ეს ქალბატონი და გახარია ერთმანეთთან. ანუ ყველამ იცოდა ყველაფერი და მიზეზი, რატომაც მაშინ გადაწყდა გავრილოვის შემოსვლა საქართველოში, ბატონ გახარიასთან ერთად, იყო ის, რომ მას არ ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ. 2016 წელს იყო შემთხვევა, როდესაც 3 დეპუტატი შემოუშვეს- რუსი, მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა“ და მათ ერთად შემოუშვეს საქართველოში რუსეთის დუმის სამი დეპუტატი, რომლებსაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, ამ ფონზე გავრილოვის შემოშვებასთან დაკავშირებით არავითარი კითხვები არ არსებობდა. მათ შორის, არც გახარიას არ ჰქონდა კითხვები. შესაბამისად, ის შემოვიდა საქართველოში. კითხვები არ ჰქონდა კი არა, თვითონ შემოუშვა საქართველოში, თვითონ გამოატარა საზღვარზე. ეს არის ფაქტები. ფაქტებით დაგიდასტურეთ, რომ ამ საკითხით სპეკულირება თქვენს ინტერესებში არანაირად არ შედის“, - განაცხადა კობახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე