გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, 29 ივნისს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

„ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 10:00-დან 18:00 საათამდე, აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვა. ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ლეხ და მარია კაჩინსკების, კობალაძის, ინასარიძის, ნინოშვილის ქუჩებისა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა