ირაკლი კობახიძე - ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, იმ დროს დარეკეს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შს მინისტრის თანამდებობიდან, ომში ჩართვის შესახებ კი მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე, თბილისში

რაც შეეხება „დიფ სთეითს“ და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით - ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მაშინ იყო ზარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა იყო დასმული შეხვედრაზე.

„რაც შეეხება „დიფ სთეითს“ და იმას, თუ ვინ დარეკა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ომში ჩართვასთან დაკავშირებით არ დაურეკავთ, თავის დროზე დარეკეს იმ დროს, როდესაც დაიგეგმა გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. მაშინ იყო ზარი. რაც შეეხება ომში ჩართვას, ომში ჩართვის შესახებ მოთხოვნა დაგვიყენეს შეხვედრაზე. ეს არ იყო ზარი. ეს იყო შეხვედრა, რომელიც შედგა თბილისში, იყო ორი ასეთი შეხვედრა, ერთ-ერთს მეც ვესწრებოდი. ეს არ იყო ზარი, ეს შემიძლია დაგიზუსტოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა