ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა - თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი

მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის რეპლიკას, რომ კობახიძე „კვერცხის ფასთან დამარცხებულია“.

პრემიერ-მინისტრმა ტატა ხვედელიანს პოლიტიკური წარსული გაახსენა.

„ქალბატონმა ტატა ხვედელიანმა თქვა, კვერცხის ფასთან დამარცხებულიო, ეს ადრე ლევან ბურატინოვამ თქვა, თქვენმა თანაპარტიელმა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა. ამიტომ, თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი. ასევე, თქვენს ადგილას არ ვისაუბრებდი „ნაცებზე“, როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი ტატა იყო, ნუ შეიძლება, არც გამეხსენებინა წარსული ცოდვები, ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი პოლიტიკური ცოდვები წარსულში, მაგრამ ქალბატონი ტატა ბრძანდებოდა, რასაც მაშინ ჰიტლერ იუგენტს, მიშას იუგენტს უწოდებდნენ, იმის აქტიური წარმომადგენელია და დღეს ვიღაცებს ელაპარაკება იმაზე, რომ თითქოს, „ნაციონალებთან“ რაღაც კავშირი ჰქონდა. ქალბატონო ტატა, არასწორია“,- განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა