ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ

ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ - ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, მთავრობა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმიზმს ინარჩუნებს.

„კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ანაცვლებს ჩვენი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთით. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ ჩვენ ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის არჩევნებსა და ინაუგურაციას შორის, შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და ეს სტატუს-კვო არის შენარჩუნებული.

ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მზად დღესვე აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, შეგვიძლია დავივიწყოთ ყველა ის უსამართლობა, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის ქვეშ, სუფთა ფურცლიდან და უფრო მეტიც, კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით, რა თქმა უნდა, პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გამომდინარე ბოლო დროინდელი ტენდენციებიდან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა