ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 150-მდე მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა მიზნად მომავალი ადვოკატების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების განვითარებას ისახავს.

„სერტიფიკატები პროგრამის მონაწილეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გადასცა და პროგრამის მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპზე წარმატება უსურვა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის ტრენერები.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამას ის იურისტები გადიან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კურსი ორ ეტაპს, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები მენტორ ადვოკატთან 9-თვიან სტაჟირებას გაივლიან. ხოლო, პროგრამის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას შეძლებენ და სრულფასოვნად ჩაერთვებიან ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა