შალვა პაპუაშვილი - „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებმა იცით სინამდვილეში, რაც მოხდა და რაც იკადრა თქვენმა კოლეგამ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ფრაქციის წევრების მიმართ კოლეგიალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, ერთ-ერთი დეპუტატის ქცევა მიუღებელი იყო.

„მიუხედავად კოლეგიალური დამოკიდებულებისა, რომელსაც უმრავლესობა იჩენდა მის მიმართ და თქვენს მიმართ, სამწუხაროდ, უკადრებელი იკადრა. ეს არ უნდა განმეორდეს ამ დარბაზში, ასეთი სახის დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

სხდომის განახლების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომხდარი სამწუხაროა და კოლეგების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება დაუშვებელია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ წერტილამდე მივიდა დღევანდელი სხდომა. სამწუხაროა რაც მოხდა. მინდა მივმართო ფრაქცია „საქართველოსთვის" წევრებს, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. ასეთი ტონალობა, რაც მოხდა. არ მინდა შინაარსში შევიდე“, - განაცხადა პაპუაშვილმა სხდომის განახლების შემდეგ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა